weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზიური ფაროსანა სამეგრელოში საცხოვრებელ სახლებსაც შეესია

13:57 კვირა, 08 ოქტომბერი 2017

„ამ დილით ნახევარი ტომარა ფაროსანა დავწვით. ყოველ დილით გვიწევს მწერის მოგროვება და განადგურება, მაგრამ ყოველდღიურად იზრდება მათი რაოდენობა. კარიდან, ფანჯრებიდან უკვე ოთახებში ძვრებიან და აღარ ვიცით როგორ მოვიგერიოთ“, – ამბობს სენაკში მცხოვრები ქალბატონი. აზიური ფაროსანა სამეგრელოს გარდა გურიასაც უტევს. მოსახლეობა მავნებელთან წინააღმდეგ ხელისუფლებისგან დამატებით რეაგირებას ითხოვს.

„წელს უფრო საგანგაშო მდგომარეობაა. თხილის გარდა უკვე გადავიდა ბაღჩეულ კულტურებზე, სიმინდზე. იმერეთის რეგიონში უკვე დაფიქსირდა ყურძენზე. აქ უკვე საუბარია მწვანე საფარის განადგურების საფრთხეზე“ – აღნიშნავს „კამპანია STOP ფაროსანას“ ორგანიზატორი დავით ზოდელავა.

მცენარეთა დაცვის სპეციალისტის ნანა ჩიგოგიძის თქმით, მავნებლის ამგვარი გავრცელება მოსალოდნელიც იყო, მისგან გამოწვეული ზარალის თავიდან აცილება კი ხელისუფლების დაგვიანებული რეაგირების გამო ვერ მოხერხდა. „ფაროსანასნაირი სხვა მავნებელიც არსებობს საქართველოში და არის პესტიციდი, რომელიც ერთზეც მოქმედებს და მეორეზეც. შეიძლებოდა მაშინ ჩატარებულიყო უფრო მასშტაბური ღონისძიებები“, – ამბობს ნანა ჩიგოგიძე.

სურსათის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებლობას ფერმერებს აკისრებს. „რატომ არ დაინტერესდა ფერმერი რა სჭირდა მათ ბაღებს და რატომ არ მიმართა შესაბამის სამსახურებს? ეს მთლიანად არის კერძო სექტორის საქმე. ისეთი მასშტაბის ღონისძიებებს ატარებს საქართველო, ეს არცერთ ქვეყანაში არ ხდება, არც ამერიკაში, არც ევროპაში, სადაც გავრცელებულია ფაროსანა. ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ კონსულტაციებით. გლეხი ზის სახლში და არ მიდის ჩვენს სპეციალისტთან. გამოსავალი არის ის, რომ თვითონვე უნდა იაქტიურონ“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი თენგიზ კალანდაძე.

საქართველოში აზიური ფაროსანას მსგავსი 24 სახეობაა გავრცელებული, რომლებიც ძალიან ჰგავს აზიურ ფაროსანას, თუმცა აღნიშნულ სახეობებს ჰყავს ბუნებრივი მტრები. შესაბამისად, მათი პოპულაცია რეგულირებადია და მასობრივი გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

აზიური ფაროსანა (halyomorpha halys) სასოფლო-სამეურნეო, ტყის და დეკორატიული კულტურების საშიში მავნებელია. აზიანებს ხეხილოვან, მარცვლოვან, ბოსტნეულ და სხვა კულტურებს.

 

სტუდია „მონიტორის“ ვიდეომასალა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]