weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს

20:20 კვირა, 08 ოქტომბერი 2017

კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაში 30–მდე ადამიანი მონაწილეობდა.

„სამინისტროს აქვს ფოტომასალა, რომელზე დაყრდნობითაც ამბობენ, რომ სოსო გარდაცვლილია. მე მოვითხოვე ამ ფოტოს გადმოცემა, მაგრამ უარი მითხრეს, ოპერატიული მასალააო. სამინისტრო ამბობს, რომ ეს ფოტო ექსპერტიზაზე ჰქონდათ გაგზავნილი და ამტკიცებენ, რომ სოსო დაღუპულია თავში სროლის შედეგად, არადა თავში ნასროლი არ ეტყობა. ამიტომ მაქვს ეჭვი, რომ ეს ფოტო არ ასახავს რეალობას“, – აღნიშნა სოსო ოსორაულის ძმამ გიორგი ოსორაულმა.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ რა ინფორმაციასაც გვაწვდიან, ის დაგვიდასტურონ ან უარყონ. ფოტოს ჩვენება არ გვაკმაყოფილებს. როდემდე ვიყოთ გაურკვევლობაში. გვეუბნებიან, როცა ვიპოვით, როცა გავარკვევთ ყველაფერს, მაშინ გეტყვითო. 9 თვე გავიდა“, – ამბობს სოსო ოსორაულის მეუღლე ნინო ოსორაული.

გიორგი ოსორაულის თქმით, მას კონგოელი გენერლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია.

რამდენიმე დღის წინ გიორგი ოსორაულმა ვრცელი მიმართვა გაავრცელა, სადაც განმარტავს თუ რატომ დუმდა მისი ძმის საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მას უთხრა, რომ სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ გამოიყენებდნენ. ოსორაულმა ივლისში დაგეგმილი აქცია ჩაშალა, სანაცვლოდ მინისტრი მას დაპირდა, რომ საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასვამდა და კონგოში გამგზავრებაშიც დაეხმარებოდა. გიორგი ოსორაული ამბობს, რომ მინისტრმა მოატყუა. ის სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.

41 წლის სოსო ოსორაული კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების, „23 მარტის მოძრაობის“ ტყვეობაში 8 თვის წინ ჩავარდა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები კონგოელ მფრინავებს მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სოსო ოსორაული გარდაცვლილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]