გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მამაკაცს აღენიშნება დაზიანებები თავის არეში და მოტეხილობები.
Qartli.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, დაკავებულია ერთი პირი.