weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საპატიო თბილისელის წოდება 13 ადამიანს მიენიჭა

10:05 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

„თბილისობა 2017“-ზე საპატიო თბილისელის წოდება 13 ადამიანს მიენიჭა, რომლებსაც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ სიმბოლურად „თბილისის გასაღები“ გადასცა.

2017 წელს საპატიო თბილისელები გახდნენ ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, ლიტერატორი და ჟურნალისტი თამაზ ტყემალაძე, ექიმი და მეცნიერი რომან შაქარიშვილი, ექიმი კარდიოლოგი გულნარა ჩაფიძე, მეცნიერი და ქიმიკოსი ეთერ ქემერტელიძე, კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი, მომღერალი ლადო ათანელი, კომპოზიტორი თამაზ ყურაშვილი, მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი მერაბ თავაძე, კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, სპორტული ჟურნალისტი, პუბლიცისტი და ფოტოგრაფი დემიკო ლოლაძე, პედაგოგი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ზაირა დავარაშვილი.

საპატიო თბილისელის წოდება ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩაეყარა. დავით ნარმანიას განცხადებით, წელს თბილისის მერიამ საპატიო თბილისელების შესახებ წიგნი გამოსცა, სადაც ყველა ადამიანის ბიოგრაფია და დამსახურებები წერია, ვისაც დღემდე ეს წოდება აქვს მინიჭებული.

„თბილისობა 2017“ 7 და 8 ოქტომბერს აღინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]