weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გურიაში 27 წლის მამაკაცი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს

12:37 ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017

გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში 27 წლის ირაკლი ტარიელიძე მოკლეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცს 9 ტყვია ესროლეს. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„გურიის მოამბეს“ მოკლულის ახლობლებმა უთხრეს, რომ მკვლელი მამაკაცს ჩაუსაფრდა და მაშინ ესროლა, როდესაც სახლში ავტომობილით დაბრუდა. მათივე თქმით, გარდაცვლილს ადრე კონფლიქტი ჰქონდა მეზობლებთან, რის გამოც ის სოფლიდან დიდი ხნით წასული იყო.

„სავარაუდო ეჭვმიტანილები მეზობლები არიან. ირაკლის მათთან პრობლემა ჰქონდა. ის სოფლიდან წასული იყო და სხვაგან ცხოვრობდა. მერე მოტყუებით ჩამოიყვანეს, არ არის პრობლემაო და მოკლეს“, - ცირიტებს „გურიის მოამბე“ მოკლულის ახლობელების კომენტარს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]