თელავში, ახალი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებარე ბიზნესცენტრის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, მშენებლობის დროს უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო.
თელავის ცენტრში შენობას ბიზნესმენი ვანო კევლიშვილი აშენებს. ის რამდენიმე წლის წინ საგასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა დაზურაბ და დავით ადეიშვილებთან დაახლოებული პირი იყო.