„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონებში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გზას გაწმენდს.