weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქვემო მაჩხაანში 37 წლის მამაკაცი დაჭრეს

10:47 ორშაბათი, 08 მაისი 2017

სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში 37 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს. დაჭრილი წნორის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაჭრილი სოფელ ბოდბისხევის მკვიდრია. ერთ-ერთი ვერსიით, მას კამათი ქვემო მაჩხაანში მცხოვრებ ახალგაზრდასთან მოუვიდა.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში შემოიყვანა საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი ჭრილობა მუცლის არეში. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“,- განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ოთარ რუაძემ.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული უკვე დააკავეს. მომხდარს სიღნაღის პოლიცია იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]