weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თეთნულდზე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

21:46 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

მესტიის მუნიციპალიტეტში, თეთნულდზე, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა. სადგური ატმოსფერულ წნევას, ჰაერის ტემპერატურას და სინოტივეს, ნალექების რაოდენობას, ქარის სიჩქარეს და მიმართულებას 24 საათის განმავლობაში გაზომავს და ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცემს.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის მუშაობა გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზების ხარისხს და ხელს შეუწყობს მოსალოდნელი სტიქიური მეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

2015 წლიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 28 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა. ერთ-ერთი ასეთი სადგური თუშეთის სოფელ ომალოში 2016 წელს განთავსდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]