weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

22:42 სამშაბათი, 10 ოქტომბერი 2017

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლედ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ლადო ჭანტურია აირჩია. ჭანტურიას გარდა საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა იყვნენ.

გასულ კვირას საქართველოდან წარდგენილი სამკაციანი სია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა და საპარლამენტო ასამბლეის წინაშე რეკომენდაცია ლადო ჭანტურიას გაუწია.

საქართველოს მთავრობას სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად კონკურსი მესამედ ჰქონდა გამოცხადებული. ივლისის ბოლოს ცნობილი გახადა, რომ ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიამ საქართველოს მიერ წარდგენილი სამი მოსამართლიდან მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მხოლოდ ლადო ჭანტურია მიიჩნია. სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძე კი დაიწუნა. ისინი ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებით ჩაანაცვლეს.

ლადო ჭანტურია 1963 წლის 14 აპრილს წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში დაიბადა. 1980 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1986-1989 წლებში სწავლობდა მოსკოვის საბჭოთა კანონმდებლობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1991-1993 წლებში, როგორც გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის სტიპენდიატმა, სამეცნიერო სტაჟირება გაიარა გეტინგენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. გერმანიაში მან სადოქტორო დისერტაცია 1994 წელს დაიცვა. 1998-1999 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 1999 წლიდან 2004 წლამდე იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 2014 წელს ლადო ჭანტურია გახდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ის 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთაგან ნაწილი გამოქვეყნებულია საზღვარგარეთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]