weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშეთის გზაზე 18:30-დან 12:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

10:17 ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე, თოვლისა და ზვავსაშიშროების გამო, ყოველდღე, 18:30 აათიდან დილის 12:00 აათამდე ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. როგორც „რეგინფოს“ ადგილობრივებმა უთხრეს, თუშეთში, გუშინ ღამით თოვდა, რის გამოც აბანოს უღელტეხილამდე მცირე ზვავებია ჩამოსული.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა.

სპეციალური რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით.

4 ოქტომბერს ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე რამდენიმე ადგილას მცირე ზვავი ჩამოვიდა, რის გამოც ე.წ. ბოთლის წყაროსთან ომალოსკენ მიმავალი ავტომობილი ჩარჩა. ორ მგზავრს მთელი ღამის გატარება ზვავებს შორის მოუწია. მათ გზის გაგრძელება მხოლოდ დილით შეძლეს, რაც ტექნიკამ გზის გაწმენდა დაიწყო. 

შპს „გერალი“, რომელიც თუშეთის გზის მოვლა–პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიაა, გზის გაწმენდის სამუშაოებს 14 ოქტომბრის ჩათვლით განახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]