„გურიის მოამბე“ სამართალდამცავების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელობას წინ ჩხუბი უძღოდა. მამაკაცს კონფლიქტი 24 წლის თავდამსხმელთან მოუვიდა, რომელიც სავარაუდოდ მისი თანასოფლელია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.