weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბჭოთა ჟანგიანი საბაგირო ჭიათურის ტურისტული ღირსშესანიშნაობაა - BBC

11:29 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

ჭიათურის საბაგირომ, რომელიც 1954 წელს გაიხსნა, ბრიტანული გამოცემა „ბი ბი სის“ ყურადღება მიიქცია. საბაგიროების შესახებ მომზადებულ რამდენიმეწუთიან ვიდეოში ჭიათურელები ამ ტრანსპორტის დანიშნულების შესახებ ქართულად ყვებიან, ვიდეოს კი ინგლისური სუბტიტრები აქვს დადებული.

„პატარა ქართული ქალაქის მაღაროები ხეობის ზემოთაა და იქ ასასვლელად ყველაზე სწრაფი საშუალება უძველესი, მორყეული რკინის საბაგიროებია. ზოგიერთი ადგილობრივი მათ „რკინის კუბოებს“ უწოდებს. თუმცა, ამ სახელის მიუხედავად, მაღაროელები მას სამუშაოზე წასასვლელად იყენებენ.

ღრმა ხეობაში საბაგიროთი მგზავრობა მხოლოდ ხუთი წუთი გრძელდება და ის ტრანსპორტირების უფრო სწრაფი საშუალებაა, ვიდრე ავტობუსი. სანამ მაღაროელებისთვის საბაგიროთი მგზავრობა ყოველდღიურობაა, ის ისეთი უნიკალური სანახაობაა, რომ ტურისტული ღირსშესანიშნაობა ხდება“, - წერს „ბი ბი სი“.

ჭიათურელი ელისო გოგატიშვილი, რომელიც საბაგიროს მექანიკოსად მუშაობს, ამბობს, რომ წელს საბაგირო ყველაზე მეტმა უცხოელმა ტურისტმა გამოიყენა.

2017 წლის ბოლომდე ჭიათურის საბაგირო გზების და საბაგიროების განახლებაა დაგეგმილი. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ჭიათურაში შენდება 4 რევერსიული ტიპის გონდოლებიანი საბაგირო გზა - სანატორიუმი (862 მეტრი), ნაგუთი (1081 მეტრი), ლეჟუბანი (845 მეტრი) და მუხაძე (640 მეტრი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]