weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უჯარმაში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

14:19 ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017

საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს „ოპელისა“ და „ლადას“ მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. დაშავებულებს შორის ოთხი პანკისის ხეობიდან არის. ისინი პანკისიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ პროკურატურის წინ დაგეგმილ აქციაში და 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული ნუგზარ ქავთარაშვილის გათავისუფლება მოეთხოვათ. ქავთარაშვილის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ის უდანაშაულოა და იარაღი „ჩაუდეს“. ნუგზარ ქავთარაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია შარშან პანკისის ხეობაშიც გაიმართა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი მაღალი სიჩქარით მოძრაობა გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]