„სპუტნიკის“ ინფორმაციით, გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ცნობილი გახდა, რომ „იეჰოვას მოწმეების“ შეკრებებზე ექსტრემისტული ხასიათის იდეების პროპაგანდა და შესაბამისი ლიტერატურის გავრცელება ხდებოდა.
„სპუტნიკი“ წერს, რომ ორგანიზაციის წევრების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს რელიგიური ლიტერატურა, რომელიც ექსტრემისტული მასალების ჩამონათვალში შედის.
აღსანიშნავია, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ „იაჰოვას მოწმეები“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად 2017 წელს ცნო და მისი ლეკვიდაცია მოახდინა, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რელიგიური თავისუფლების შესახებ 2016 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთში რელიგიური უმცირესობები სისტემატიურად იდევნებიან.