weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება

14:48 შაბათი, 14 ოქტომბერი 2017

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 15 ოქტომბერს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ. აქცია სახელწოდებით „თავისუფლება სოსო ოსორაულს“ 14:00 საათზე დაიწყება. სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართება ნიუ-იორკში, საქართველოს საკონსულოსთანაც.

„ჩემი ძმა, რომელიც კონგოში ტყვეობაშია, საქართველოს ხელისუფლებამ დაღუპულად გამოაცხადა. მოგმართავთ თხოვნით ყველას, გამოხატოთ თანადგომა სოსო ოსორაულის მიმართ და თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შევიკრიბოთ ერთი მოთხოვნით - დაუბრუნოს 4 მცირეწლოვან შვილს მამა. დღეს არცერთი ემიგრანტი, არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება, დაცული არ არის. არავის ვუსურვებ მსგავს ვითარებაში ყოფნას, მაგრამ როცა მთავრობა არაფერს აკეთებს თავისი მოქალაქის ინტერესების დასაცავად, ჩვენ ერთად უნდა ვაიძულოთ რომ გადადგას ნაბიჯები“, - აცხადებს სოსო ოსორაულის ძმა გიორგი ოსორაული.

დატყვევებული მფრინავის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია 8 ოქტომბერსაც გამართეს, თუმცა სამინისტროდან მათ არავინ გამოეხმაურა.

აქციამდე რამდენიმე დღით ადრე გიორგი ოსორაულმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ის განმარტავს, თუ რატომ დუმდა ძმის საქმეზე. გიორგი ოსორაულის თქმით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მას უთხრა, რომ სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ გამოიყენებდნენ. ოსორაულმა ივლისში დაგეგმილი აქცია ჩაშალა, სანაცვლოდ მინისტრი მას დაპირდა, რომ საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასვამდა და კონგოში გამგზავრებაშიც დაეხმარებოდა. გიორგი ოსორაული ამბობს, რომ მინისტრმა მოატყუა. ის სამსახურიდანაც გაათავისუფლეს.

41 წლის სოსო ოსორაული კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების, „23 მარტის მოძრაობის“ ტყვეობაში 8 თვის წინ ჩავარდა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოაგდეს. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები კონგოელ მფრინავებს მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სოსო ოსორაული დაიღუპა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]