weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ქართულ ინტერნეტ სივრცეში „ლურჯი ვეშაპის“ არსებობა არ დადასტურდა - შსს

13:35 კვირა, 15 ოქტომბერი 2017

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში ამ თამაშის არსებობა არ დადასტურდა.

კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში 2017 წლის 30 მაისს დაიწყო გამოძიება „ლურჯი ვეშაპის“ შემქმნელების მიერ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის, ასევე, კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

„მიმდინარე გამოძიების პროცესში, პოლიციამ დეტალურად შეისწავლა უკლებლივ ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ„ლურჯი ვეშაპის“ შესაძლო თამაშის ფაქტებს. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურს მიეცა მითითება, თუკი რომელიმე მოსწავლეს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებას, მათ შორის, ნაკაწრის სახით, შეამჩნევდნენ, პოლიციისთვის ეცნობებინათ.

სამართალდამცავებმა მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, რამდენიმე ათეული არასრულწლოვანი გამოკითხეს. გამოძიება თითოეული შეტყობინების თუ განცხადების საფუძვლიანად და სიღრმისეულად გამოძიების მიზნით, გარდა არასრულწლოვანთა გამოკითხვისა, აქტიურად იყენებდა კვალიფიციური ფსიქოლოგების დახმარებას. ასევე, განხორციელდა არასრულწლოვნების სოციალური ქსელის პირადი პროფილების, კომპიუტერული ტექნიკისა და მობილური ტელეფონების დათვალიერება. ამასთან, მიმდინარე გამოძიების პროცესში, არაერთი სხვა კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დღეის მდგომარეობით, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში „ლურჯი ვეშაპის“ არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტრომ „ლურჯ ვეშაპთან“ დაკავშირებით გამოძება მა ს შემდეგ დაიწყო, რაც მაისში „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი 12 წლის გოგონას შესახებ, რომელიც ამ თამაშში იყო ჩართული და თვითმკვლელობის მიზნით მე-5 სართულიდან გადახტა.

რამდენიმე თვის შემდეგ თბილისში, 14 წლის ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გადახტა. მოზარდის ოჯახის წევრები გამოძიების დასრულებას ელოდებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ბავშვის თვითმკვლელობა ინტერნეტთამაშს უკავშირდება.

13 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც რესპონდენტები „რუსთავი 2“-თან საუბარში აღნიშნავენ, გარდაცვლილი სავარაუდოდ ინტერნეტთამაშში იყო ჩართული.

„ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითადი მომხმარებლები არასრულწლოვნები არიან, გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს სხვადასხვა შინაარსის დავალებებს, ბოლო დავალება კი თვითმკვლელობისკენ მოწოდებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]