ამ დროისთვის ბეშუმის უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
მაღალმთიან აჭარაში დღეს დილიდან თოვს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელი გზის კმ106-კმ117 მონაკვეთზე, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული.