weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

2016 წელს საქართველოში 9 539 წყვილი განქორწინდა

14:45 ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში ოფიციალურად 9 539 წყვილი განქორწინდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 427-ით აღემატება. 2005 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. განქორწინებების ყველაზე დიდი წილი - 68.8 % საქალაქო დასახლებებზე, 31.2% კი სოფლებზე მოდის.

საქსტატის ცნობით, 1 696 განქორწინებული მამაკაცის ასაკი 30-დან 34 წლამდეა. 1610 განქორწინება დაფიქსირდა 35-დან-39 წლამდე მამაკაცების კატეგორიაში. ქალებს შორის კი განქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (1 817) 25-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის. ასევე დიდია ეს მონაცემი (1 749) 30-34 წლის ასაკობრივ ჯგუფში.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირია ისეთი წყვილების განქორწინების შემთხვევები (2 296 განქორწინება), ვინც ქორწინებაში 20 წელიწადზე დიდხანს იმყოფებოდა. განქორწინებათა სიხშირით მეორე ადგილზე არიან ის წყვილები (2 274 განქორწინება), რომლებიც ქორწინებაში 5-9 წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

2017 წელს საქართველოში სულ 25 101 ქორწინება დარეგისტრირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]