უამინდობამ პრობლემები ქობულეთშიც შექმნა. ძლიერი წვიმის შედეგად სოფლებში მეწყრული პროცესები განვითარდა, ასევე ქარიშხალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ციხისძირსა და ბუკნარში წყალმომარაგება შეზღუდულია, ელექტროენერგია არ მიეწოდება ზენითის, ხუცუბნის, ციხისძირისა და ზედა სამების მომსახლეობას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 5 მეწყრული კერა დაფიქსირდა. ზედა ჯოჭოში საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც 7 ოჯახი მოწყვეტილია გარესამყაროს. ამჟამად საგზაო დეპარტამენტის ტექნიკით გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
რაც შეეხება დაბა ქედას, უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა შიდა გზები. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი სოფლის მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
გაწმენდით სამუშაოებს პრობლემურ კერებთან აჭარის არ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს. აღდგენით სამუშაოებს ატარებს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ზემო აჭარისა და ქობულეთის აბონენტებისთვის შუქის მიწოდების დროულად აღსადგენად.
სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტების ყველა ბაღსა და სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა შეიქმნა. შპს „ბათუმის წყლის“ მობილური ჯგუფები ქუჩების მონიტორინგ სახორციელებენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილების პრობლემა არ შექმნია.