შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელსაც ქსპერტიზა ჩაუტარდება. გარდა ამისა, ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული დაკავებულის მიერ გაყიდული 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.