weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ახალციხის სასაკლაო, რომელიც მდინარეში სისხლს ღვრიდა, 1000 ლარით დაჯარიმდა

11:16 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სასაკლაო „აგროფუდი – ახალციხე“ მდინარე ფოცხოვის დაბინძურებისა და წყლის უკანონო მოპოვებისთვის 1000 ლარით დააჯარიმა. სასაკლაოს გარემოსთვის მიყენებული ზიანის - 316 ლარის ანაზღაურებაც დაეკისრა.

„სამხრეთი კარიბჭემ“ ერთი თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ სხვილისში მდებარე „აგროფუდი – ახალციხე“ დაკლული ცხვრის სისხლს მდინარეში ღვრიდა. გამოცემა წერდა, რომ სასაკლაოში ერთ დღეში დაახლოებით 700–750 სული ცხვარი იკვლება.

„ახალციხე –აგროფუდის“ მენეჯერი ნუგზარ სარჯველაძე აცხადებდა, რომ ცხვრის სისხლის მდინარეში ჩადინებით გარემო არ ბინძურდება და სისხლი თევზებისთვის სასარგებლოც კი არის.

„სამხრეთის კარიბჭე“ საკითხის გასარკვევად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, რის შემდეგაც უწყებამ საქმის შესწავლა დაიწყო. დეპარტამენტის მიერ სასაკლაოს შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ კომპანია წყალს უნებართვოდ მოიპოვებდა.

„ახალციხე აგროფუდი“ სოფელ სხვილისში 2012 წელს აშენდა. ერთობლივი ქართულ-დანიურ-აზერბაიჯანული ინვესტიციის სახით საწარმოში 6 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]