weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შსს-ს 30 000 ლარი დაეკისრა 26 მაისის აქციაზე დაზარალებულის სასარგებლოდ

12:18 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის გ.გ.-ს სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა. დაზარალებულის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, 2011 წლის 26 მაისს თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობდა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომლის ძალადობრივი გზით დაშლისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავების ბრძანება გასცა შს მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა. საპროტექსტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე გ.გ.-ს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გაურკვეველი იარაღის გამოყენებით მძიმედ დაუზიანეს ფეხი, მან მიიღო სხეულის დაზიანებები და უმძიმესი დიაგნოზით მოთავსდა კლინიკაში. ამ ქმედებისთვის ივანე მერაბიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით.

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლობით მომზადდა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილველად. 12 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა მოქალაქის სასარგებლოდ  მორალური ზიანის ანაზღაურება 30000 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 ივლისს შსს-ს კიდევ ერთი დაზარალებულის - ო.ჩ.-ს სასარგებლოდ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, 5 000 ლარის ოდენობით. ო.ჩ.-ს სამართლებრივ დახმარებას ადამიანის უფლებათა ცენტრი უწევდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების თანმდებობისა თუ საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი არცერთი დანაშაულებრივი ქმედება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, ხოლო დაზარალებულთა უფლებების აღდგენა და მათი  რეაბილიტაცია  უნდა მოხდეს სამართლიანი სასამართლოს პირობებში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]