weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თელავში ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ დისკუსია გაიმართება

12:58 ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017

20 ოქტომბერს, თელავში, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე „რას შეცვლის ნარკოპოლიტიკის რეფორმა“. დისკუსიაზე „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ“ შემუშავებული კანონპროექტის შინაარსზე იმსჯელებენ.

კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული და მიზნად ისახავს არსებული კანონმდებლობის სისტემურ ლიბერალიზაციას, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაციას, ნარკოტიკული დანაშაულისთვის არსებული სასჯელების შემსუბუქებას, ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანად განსაზღვრას, იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმების პროცედურის ახლებურად გაწერას და ქვეყანაში პრევენციული, სამკურნალო-სარეაბილიტაციო და ზიანის შემცირების პროგრამების დანერგვა-გაძლიერებას.

დისკუსიის მიზანია საზოგადოების ინფორმირება აღნიშნულ კანონპროექტზე, მისი მიზნებისა და შესაძლო შედეგების თაობაზე არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა. ასევე, რეგიონში ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიების, ნარკოპოლიტიკის მუშაობისა და ადამიანების უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ დისკუსიის ხელშეწყობა.

დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 16:00 საათზე დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]