„მოულოდნელად ძლიერი ხმა გავიგეთ, სახლმა ნგრევა დაიწყო, კედლები დასკდა და ქვები გადმოიყარა, ძლივს გამოვასწარით შენობიდან“, - განაცხადა ოთარ ბაჯალიძემ.
მისივე თქმით, მეწყერის შედეგად დაინგრა ბოსელი და მოკლულია პირუტყვი.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ბაჯელიძეების, ასევე ბერიძეებისა და მანველიძეების ოჯახები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილები. როგორც გამგეობაში აცხადებენ, გეოლოგიურმა სამსახურმა დაზიანებული კერების შესწავლა დაიწყო.