ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამადოვმა დაათვალიერეს.
„მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ჩაერთონ გაზგამანაწილებელ ქსელში და მოიხმარონ ბუნებრივი აირი. განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ვახორციელებთ გაზიფიცირების სამუშაოებს და 2013 წლიდან ბუნებრივი გაზის ქსელში ჩაერთო 200 ათასი აბონენტი. 2014 წელიდან კი, ქსელში დაერთების საფასური 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა და მოსახლეობას აქვს საშუალებ ისარგებლოს გრძელვადიანი უპროცენტო განვადებით“,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
ენერგეტიკის სამინისტრის ცნობით, 2013 წლიდან თიანეთის მუნიციპალიტეტში „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინვესტიციამ 7 მილიონი ლარი შეადგინა. დუშეთის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებისათვის კი 7.7 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, 2013 წლიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 11 ათასამდე აბონენტს მიეცა.