„ღმერთმა ინებოს, რომ ისეთი კანდიდატები, ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, რომლებიც გამოადგებიან საქართველოს. დალოცვილი იყვნენ ახალი დეპუტატები და მთელი საქართველო,“ - განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა ხმა მარკირების სავალდებულო პროცედურის გავლის გარეშე მისცა.
მარკირება არჩევნების გაყალბების აღკვეთის ერთ-ერთი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი და იმავე პირის მიერ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა.
პროცედურის დროს ამომრჩეველს თვალით უხილავ და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელ ქიმიური საღებავს მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე უსვამენ. (აღნიშნული მოქმედების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მარჯვენა ხელის სხვა თითის ფრჩხილზე, ხოლო ამის შეუძლებლობისას – ასეთივე წესით მარცხენა ხელზე).
მარკირების პროცედურა არ გამოიყენება მხოლოდ პენიტენციურ დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში (ავადმყოფების მიმართ), აგრეთვე კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე პირთა მიმართ.