weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისში უბნებზე „პრესს მედიის“ წარმომადგენლები ყალბი აკრედიტაციით მივიდნენ

12:05 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით  10-მდე  წარმომადგენელი მივიდა, რომელთა აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

„ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით 10-მდე  წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს მოწმობები გაყალბებულია. მოვუწოდებთ არჩევნებში ყველა მხარეს რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხევაში, იქნება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

ანა მიქელაძის თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6%, რაც 231 736 ამომრჩეველია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]