weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

12:00 საათისთვის არჩევნებზე ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია

13:43 შაბათი, 21 ოქტომბერი 2017

12:00 საათის მდგომარეობით, 3 644 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5 % შეადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა 567 699-მა ამომრჩეველმა მისცა. ცესკოს მონაცემებით, 12:00 საათისათვის ყველაზე დიდი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა - 27.9 %, ხოლო ყველაზე ნაკლები შიდა ქართლში - 13.9 %.

დანარჩენ რეგიონებში ამომრჩეველთა აქტივობა ასეთია: გურია - 22.9 %; სამცხე-ჯავახეთი - 20.3 %; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 18.1 %; იმერეთი - 17.3 %; კახეთი - 16.7 %; მცხეთა -16.2 %; აჭარა - 16 %; თბილისი - 14.8 %;

ცესკოს პრესპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა შემცირებულია. „მაშინ 12:00 საათის მდგომარეობით აქტივობა 16.6%-ს შეადგენდა“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]