არხილოსკალოს მცხოვრებლებმა „რეგინფოს“ უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი პროდუქტებით და ღვინით დილითვე მოამარაგეს.
კამერის დანახვისას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები აგრესიულები გახდნენ. რამდენიმე მამაკაცმა აღნიშნა, რომ მისი გარდაცვლილი ახლობლის ხსოვნას აღნიშნავენ.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, მათ შორის ამ უბანზე მყოფი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან, თუმცა განმარტეს, რომ სუფრა კენჭისყრის შენობის გარეთ არის გაშლილი და საკითხი მათ არ ეხებათ.