შილდის მცხოვრებლების ინფორმაციით, მამაკაცმა თავის მოკვლა იმ დროს სცადა, როცა გარდაცვლილი ქალის დაკრძალვა მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, 24 წლის ქალი, რომელსაც 2 შვილი ჰყავს, სოფელ შილდაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. პოლიციამ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუმცა ქალის ცხედარზე ძალადობის კვალიც აღმოაჩინეს. არ არის გამორიცხული რომ ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყოს.