weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კომუნიკაციების კომისიამ 8 ორგანიზაციას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა

11:40 ორშაბათი, 23 ოქტომბერი 2017

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების წესის დარღვევით გამოქვეყნების გამო,  8 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და შემდგომი რეაგირებისთვის  შესაბამის სასამართლოს გადაუგზავნა.

საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით „Edison Research“-ის მიერ ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებაზე.

ეს ორგანიზაციებია: შპს „ტელეკომპანია პირველი“; ა(ა)იპ „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“; შპს „გურიის მოამბე“; შპს „ახალი ამბები“, ბრენდული სახელი „ინტერპრესნიუსი“; შპს „Georgian National News“, ბრენდული სახელი GNN; შპს „New Post“; შპს „ომედია“, ბრენდული სახელი on.ge; ა(ა)იპ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, ბრენდული სახელი - „ტაბულა“.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების  გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს: ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა; საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი; კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა; საველე კვლევის ჩატარების დრო; გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი; რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა; ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს; იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა; შერჩევის ზომა; ცდომილების ფარგლები; ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]