არსებული ინფორმაციით, მსხვერპლმა მკვლელობაში ეჭვმიტანილს ვალის დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. დაჭრილი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა, მკვლელი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.