დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
რაც შეეხება მესამე მამაკაცს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.