weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

საბერძნეთში 35 ბინის გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

12:06 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

საბერძნეთში ბინების ქურდობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე, მათ შორის ე.წ. კანონიერი ქურდიც დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სპეცოპერაცია ოთხთვიანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ჩატარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი თანამზრახველებთან ერთად წინასწარ არჩევდა გასაქურდ ბინებს, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ ინფორმაციას მათ შესახებ, ქურდავდნენ და მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. დადგენილია, რომ ბრალდებულებს საბერძნეთში სულ 35 ბინა აქვთ გაქურდული.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება უძრავი ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზე საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]