თვითმხილეველების თქმით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. პოლიციას სროლაში ეჭვმიტანილი ამ დროისთვის არ დაუკავებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.