weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2020 წლისთვის შენგენის ზონაში უცხოელების კონტროლის ახალი სისტემა ამოქმედდება

12:18 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

ევროპარლამენტმა 25 ოქტომბერს მხარი დაუჭირა საერთო ელექტრონული სისტემის შექმნას, რომელიც შენგენის ზონის საზღვრებზე უცხოელი მოგზაურების რეგისტრაციას მოახდენს.

ახალი სისტემა (EES) ევროკავშირის არა მოქალაქე მოგზაურების შესახებ შეგროვებს ისეთ მონაცემებს, როგორიც არის სახელი და გვარი, სამოგზაურო დოკუმენტი, თითის ანაბეჭდები, ფოტოსურათი, ევროკაშირში შესვლის ადგილი და დრო, გასვლის ან შენგენის ზონაში არშეშვების შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნული წესი იმოქმედებს მათთვის, ვისაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ და მათთვისაც, ვისაც 90 დღის განმავლობაში უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ.

ევროპარლამენტის განცხადებით, ახალი სისტემა საზღვრის გადაკვეთის პროცესს დააჩქარებს და უფრო მარტივს გახდის იმ ადამიანების იდენტიფიცირებას, ვინც შენგენის ზონაში ყოფნის ვადას გადააცილებენ, დოკუმენტს ან ვინაობას გააყალბებენ.

ელექტრონულ სისტემაში მოხვედრილი მონაცემები სამი წლის განმავლობაში შეინახება, ხოლო შენგენის ზონაში ყოფნის ვადის გადაცილების შესახებ ინფორმაცია - 5 წელი. მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომი იქნება ევროპოლისთვის.

„ელექტრონულ სისტემაში შენახული მონაცემები შეიძლება გამოყენებული იქნეს ტერორისტული საფრთხის ან სხვა სერიოზული კრიმინალური დანაშაულის პრევენციის, გამოვლენის ან გამოძიებისთვის“, - აღნიშნულია ევროპარლამენტის განცხადებაში.

კანონპროექტს მხარი ევროპარლამენტის 477-მა დეპუტატმა დაუჭირა. ახალი სისტემა სავარაუდოდ 2020 წლისთვის ამოქმედდება და დაახლოებით 480 მილიონი ევრო დაჯდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]