weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარაში სოფლის ექთნებს ხელფასი გაეზრდებათ

12:59 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაეზრდებათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დანამატები 2018 წლის იანვრიდან გაიცემა.

გაზრდილ ანაზღაურებას სულ 110 ექთანი მიიღებს. აქედან, ქედაში, შუახევსა და ხულოში დასაქმებული სოფლის 46 ექთანი ხელფასზე დანამატის სახით ყოველთვიურად 150 ლარს, ხოლო ქობულეთსა და ხელვაჩაურში დასაქმებული 64 ექთანი ყოველთვიურად 100 ლარის მიიღებს.

დანამატები სოფლის სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარი იქნება.

პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება. სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 2014 წლიდან დამატებითი შრომის ანაზღაურებას, მხოლოდ სოფლის ექიმებზე გასცემდა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის - 300 ლარს, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის - 150 ლარს.

2017 წლის იანვარ-მარტში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მომსახურებით 35 064-მა პაციენტმა ისარგებლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]