არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი ირაკლი ყურაშვილი იქნება, ნორვეგიის სამეფოში მაია ყიფშიძე, ინდონეზიაში ირაკლი ასაშვილი, ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში ზურაბ დვალიშვილი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალი, კატარში ნიკოლოზ რევაზიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში ვალერი კვარაცხელია, ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძე, შვეიცარიის კონფედერაციაში დავით ჯალაღანია.
დღეს გიორგი მარგველაშვილი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა. ელჩებმა პრეზიდენტს ის ხედვები წარუდგინეს, რა მიმართულებებითაც აპირებენ საქმიანობის დაწყებას.