weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მამა სერაფიმე ლუჟკოვის სტუმრობაზე – ქვეყანაში შემოუშვეს და ეკლესიიდან მე ვერ გავაგდებდი

10:15 სამშაბათი, 09 მაისი 2017

„ეს ადამიანი რომ ჩამოვიდა, ვიღაცამ ხომ გასცა ვიზა ან ხომ დახვდნენ აეროპორტში. თუ მან დაარღვია რაღაც იურიდიული წესი, მე მართლა არ ვერკვევი ამაში, მაშინვე რატომ არ იყო რეაქცია. ეკლესიიდან მე ვერ გავაგდებდი, ეს არ არის სწორი“- ამბობს ქანდას 13 ასურელი მამის ეკლესიის წინამძღვარი სერაფიმე ტელეკომპანია „იბერიასთან“ ინტერვიუში.

„ხალხნო, მაინტერესებს, ჩვენთან ლუჟკოვის წირვაზე დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა, თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში, მე გეკითხებით თქვენ,

ამ კაცს მე მივეცი ვიზა? თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა წადი აქედან-თქო?

ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. რაც მთავარია, ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის მივცემ უფლებას, რომ პოლიტიკაზე ილაპარაკოს, მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი, ამიტომ, თუ რომელიმე თქვენთაგანი დავაბრკოლე, შენდობას გთხოვთ“, – წერს არქიმანდრიტი სერაფიმე.

მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში მოგზაურობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სოციალურ ქსელებში მამა სერაფიმესთან ერთად გადაღბული ფოტო გავრცელდა. ლუჟკოვი საქართველოში მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან და მოსკოვის მერიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან ლეონიდ ბოჩინთან ერთად იმყოფება.

ბორჯომში მყოფმა ლუჟკოვმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებისგან გათავისუფლების შემდეგ, საქართველო უკეთ იგრძნობს თავს.

„მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონებისგან გათავისუფლების შემდეგ, მომავალში ბევრად უკეთ იგრძნობს თავს“, - აღნიშნა იური ლუჟკოვმა.

მისივე თქმით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს პრობლემები არ შექმნია.

„ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით.

ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის“, - განაცხადა ლუჟკოვმა.

იური ლუჟკოვს არაერთხელ აქვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. 2009 წელს ის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.

იმავე წელს, ლუჟკოვმა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, გადამწვარი თამარაშენის ტერიტორიაზე, მოსკოვის ბიუჯეტიდან, ცხინვალის ახალი მიკრორაიონის მშენებლობა დააფინანსა, რომელსაც „მოსკოვსკი“ უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]