weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი ალიბეგაშვილი დაინიშნა

15:42 პარასკევი, 27 ოქტომბერი 2017

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაინიშნა.

„სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ევალება ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ, შეარჩიოს თანამშრომლები არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 

პროფესიით ფილოლოგი, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი 2013-დან დღემდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეა. სხვადასხვა პერიოდში ის იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, ასევე ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტის სასწავლო დარგის პრორექტორი; ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა საჯარო და საავტორო სკოლაში; კითხულობს ლექციებს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]