ექიმების ინფორმაციით, ხუთ ბავშვს მრავლობითი მოტეხილობები და სხვადსხვა ტიპის დაზიანებები აქვს მიღებული. მათგან ერთს გვიან ღამით ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. რაც შეხება მეექვსე მოსწავლეს, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276 -ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.