ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის განხორციელდება, რომელთაც სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უსრულდებათ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც უკვე იმ სკოლაში სწავლობს, სადაც მიდის მომდევნო შვილი, ასევე, დედმამიშვილები და მასწავლებლის შვილები.
იმ შემთხვევაში თუ სასურველ სკოლაში ადგილების რაოდენობა ამოიწურა, შესაძლებელია მობილობის პროგრამით სარგებლობა თუ გამოთავისუფლდება ადგილი. საბოლოო, მე-3 ეტაპის რეგისტრაცია 30 ივნისს სრულდება. ასევე მობილობა შესაძლებელია სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.
2017-2018 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.