weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2022

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 1–ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

11:29 სამშაბათი, 09 მაისი 2017 hits 1593

2017-2018 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 8 მაისს დაიწყო ვებგვერდზე: www.registration.emis.ge

ელექტრონული რეგისტრაცია 2017 წლის 8 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის განხორციელდება, რომელთაც სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უსრულდებათ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით. მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სამინისტროს განმარტებით, პირველ ეტაპზე რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომელთა და-ძმაც უკვე იმ სკოლაში სწავლობს, სადაც მიდის მომდევნო შვილი, ასევე, დედმამიშვილები და მასწავლებლის შვილები.

იმ შემთხვევაში თუ სასურველ სკოლაში ადგილების რაოდენობა ამოიწურა, შესაძლებელია მობილობის პროგრამით სარგებლობა თუ გამოთავისუფლდება ადგილი. საბოლოო, მე-3 ეტაპის რეგისტრაცია 30 ივნისს სრულდება. ასევე მობილობა შესაძლებელია სასწავლო წლის დაწყების შემდეგ.

2017-2018 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]