weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ჯავახეთის ვიკარიუსი ბაბგენ სალბიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

17:52 კვირა, 29 ოქტომბერი 2017

სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსი არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალქალაქში, ვიკარიატის სასულიერო პირებისა და პერსონალის ერთობლივ კრებაზე მიიღეს, რომელსაც საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი თავმჯდომარეობდა.

„მეუფე ვაზგენმა მაღალი შეფასება მისცა არქიმანდრიტ ბაბგენის 16 წლის მსახურებას სამცხე-ჯავახეთში და იმედი გამოთქვა, რომ არქიმანდრიტი ახალი მსახურების ადგილას უფრო ეფექტურ საქმიანობას ეწევა, ჯავახეთში დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით, სომეხთა ეკლესიის და მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია სომეხთა ეკლესიის ეპარქიის განცხადებაში.

ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა Jnews-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანის გათავისუფლება დაკავშირებული არ არის ერთი თვის წინ სოფელ კუმურდოში ეკლესიის ეზოში მომხდარ დაპირისპირებასთან.

„ეს აბსოლუტურად არ არის დაკავშირებული კუმურდოსთან. კუმურდოს საკითხით სამუშაო ჯგუფია დაკავებული, წმინდა მამას ამ საქმეში არაფერი ესაქმება“, - განაცხადა ვაზგენ მირზახანიანმა.

მისივე თქმით, ჯერ-ჯერობით ვიკარიუსის თანამდებობაზე დასანიშნად არავინ არის შერჩეული და ჯავახეთის სულიერი ლიდერი დროებით თავად იქნება.

არქიმანდრიტი ბაბგენ სალბიანი საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საერთო ეპარქიალურ ვიკარიუსად 2001 წლის 6 იანვარს, სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ დაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]