სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მამაკაცს ჭრილობა ფეხში აქვს მიყენებული. ექიმების განცხადებით, მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.