weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიმონეთის პოლიგონზე დაშავებულ სამხედროს ხელის მტევნის ამპუტაცია დასჭირდა

14:59 ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, 33 წლის ვალერი ჭანტურიძეს მარცხენა ხელის მტევნის ამპუტაცია ჩაუტარდა. დაშავებულის დედის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა ვითარებაში დაშავდა მისი შვილი.

„აბსოლიტურად არაფერს არ გვეუბნებიან თუ რა მოხდა ჯარში. ცხივნალში იყო, ორჯერ ავღანეთი მოიარა და იქიდან მშვიდობიანად დაბრუნდა. ავღანეთში რომ ყოფილიყო ან ცხინვალში, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა, ეს ვერ გავიგე“, – განაცხადა „რუსთავი 2“-თან თინათინ ჭანტურიძემ.

სამხედრო მოსამსახურე ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ვალერი ჭანტურიძე სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. მათივე განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]