დავით ასამბაძის თქმით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქალაქის ცენტრში, ერთი და იმავე ქუჩიდან დეკორატიული ურნა რამდენჯერმე წაუღიათ.
„ადრეც ცუდი პრაქტიკა გვქონდა. ვანდალიზმს ჰქონდა ადგილი. არ დატოვეს არაფერი. სხვა გამოსავალი არ იყო. მთელი ქალაქი რომ მოგვეცვა, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ დეკორატიული ურნების განთავსება იყო. მთელი წელი არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს დაეზიანებინა. ბოლო სამი თვეა რა დაემართათ არ ვიცი, ისევ დაიწყეს ურნების წაღება. მითხრეს, სოფლებში მიაქვთ და გოდრებად ხმარობენო“, – ამბობს დასუფთავების სამსახურის უფროსი.
დავით ასამბაძის განცხადებით, ნაგვის ურნების ქურდობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროც ინფორმირებულია.
ამ ეტაპზე ბათუმის ქუჩებში 1000-მდე დეკორატიული ურნაა განთავსებული.