„მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით. მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა.
ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის „ვიტესის“ კაპიტანს გურამ კაშიას.“ - ნათქვამია მარგველაშვილის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქში“.