საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ15-კმ17 მონაკვეთზე ადიდებული მდინარე გადმოვიდა გზის სავალ ნაწილზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ამავე გზის კმ1-კმ14 და კმ18-კმ24 მონაკვეთებზე ავტოტრანსპოპრტის მოძრაობა თავისუფალია.